David Ukleba
Georgian geographer

David Ukleba

The basics
Quick facts
Intro
Georgian geographer
A.K.A.
უკლება, დავით
Gender:
Male
Work field:
Birth:
27 December 1919
Death:
1 January 1999(Tbilisi)
Biography menu
Menu

Jump to

Introduction ბიოგრაფია თხზულებები ლიტერატურა
The details
Biography

Introduction

დავით ბახვას ძე უკლება (დ. 27 დეკემბერი, 1919, ეწერი, თერჯოლის მუნიციპალიტეტი — გ. 1999, თბილისი) — ქართველი გეოგრაფი, გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი (1971), პროფესორი (1976), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1984).

ბიოგრაფია

1947 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი, 1950 წელს — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა. 1950 წლიდან გარდაცვალებამდე მუშაობდა ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში, სადაც სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა ფიზი­კუ­რი გეოგრაფიის (ლანდშაფტმცოდნეობის) განყოფილებას. დაწერა არაერთი საყურადღებო სამეცნიერო ნაშრომი კავკასიის (და მათ შორის საქართველოს) ლანდშაფტმცოდნეობის საკითხებზე.

დავით უკლება ფიზიკური გეოგრაფიის ცნობილი სპეციალისტია. მისი მოღვაწეობის ძირითადი სფეროა ლანდშაფტოლოგია. ინტენსიურად მუშაობდა ლანდშაფტ­მცოდნეობის თეორიული და პრაქტიკული კვლევის საკითხებზე. ამ პრობლემას მან 200-მდე სამეცნიერო ნაშრომი მიუძღვნა, მათ შორის 6 მონოგრაფია, რომელთა დიდი ნაწილი დაბეჭდილია ქართულ, რუსულ, ინგლისურ, ფრანგულ, პოლონურ და ჩეხურ ენებზე. უკლებას მიერ გამოქვეყნებული საყურადღებო სამეცნიერო შრომები, მიეძღვნა საქართველოსა და მისი რეგიონების ფიზიკურ-გეოგრაფიული დარაიონებისა და შესწავლის საქმეს. ამ მიმართულებით მისი აღმავლობის მაჩვენებელია მის მიერ გამოქვეყნებული ორი მონოგრაფია: „აღმოსავლეთ საქართველოს ფიზიკურ-გეოგრაფიული დარაიონება სოფლის მეურნეობის მიზნებისათვის“ და „აღმოსავლეთ საქართველოს მთიანი მხარეების ლანდშაფტური და ფიზიკურ-გეოგრაფიული რაიონები“ (1968 და 1974).

ამასთან ერთად მის მიერ გამოქვეყნებულია საქართველოსა (1970 წ.) და ამიერკავკასიის (1981 წ.) ლანდშაფტური რუკები. იგი იკვლევდა ასევე ბუნებრივი რესურსებისა და ბუნების დაცვის საკითხებს. აქტიურად თანამშრომლობდა ქართულ საბჭოთა ენციკლოპედიასთან და ათეულობით სტატია მიაწოდა მას. უკლება თარგმნით სამუშაოებსაც აწარმოებდა (უცხო ენებიდან გადმოთარგმნილი აქვს არაერთი გეოგრაფიული სახელმძღვანელო).

დავით უკლებამ დიდი ამაგი დასდო სასკოლო გეოგრაფიული სწავლების საქმეს. ავტორია 1992 წელს გამოცემული საქართველოს სას­წავ­ლო გეოგრაფიული ატლასისა, რომელიც სახელმწიფო პრემიით დაჯილ­დოვ­და.

დავით უკლება შეყვანილია ამერიკის ბიოგრაფიული ინსტიტუტის მიერ 1998 წელს გამოცემულ ცნობარში „მსოფლიოს 5 ათასი გამოჩენილი პიროვნება“.

თხზულებები

  • გეოგრაფიის ტერმინოლოგია (რუსულ-ქართული და ქართულ-რუსული), თბ., 1967;
  • Антропогенные ландшафты Грузии, Тб., 1983.

ლიტერატურა

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, გვ. 120-121, თბ., 1986 წელი.
  • ქე. – თბილისი. – ენციკლოპედია. თბ. 2002.