Basil VI
Patriarch of eastern Georgia

Basil VI

The basics
Quick facts
Intro
Patriarch of eastern Georgia
Gender:
Male
Work field:
Biography menu
Menu

Jump to

Introduction იხილეთ აგრეთვე ლიტერატურა
The details
Biography

Introduction

ბასილ VI — აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1517-1528 და 1529-1531 წლებში. მისი მოღვაწეობა უმთავრესად აღსანიშნავია სამცხე-საათაბაგოს აღმოსავლეთ საქართველოს საპატრიარქოზე ეკლესიური დამოკიდებულების აღდგენითა და საკათოლიკოსო ყმა-მამულის ზრდით. რეალურად, ეკლესიური გამთლიანება ყვარყვარე III-ის ათაბაგობის დროს განხორციელდა.

1518 წლიდან სამცხის ეკლესია კვლავ კათოლიკოს-პატრიარქის იურისდიქციაშია. კათოლიკოსია აწყურის მთავარეპისკოპოსისა და სამცხის სხვა ეპისკოპოსების მაკურთხეველი, მასვე გადაეცემა სამცხეში მისი კუთვნილი ყმა-მამულის გამოსავალი, ის კვლავ მოიხსენიება წირვა-ლოცვის დროს სამცხის ეკლესიებში.

მნიშვნელოვანია ბასილი კათოლიკოსის წვლილი საკათოლიკოსო საყდრის ყმა-მამულის აღდგენა-განახლების საქმეში. საკათოლიკოსო მამულები დავით X-ის მხარდაჭერით სვეტიცხოვლისათვის დაუბრუნებია. 1525 წლის საბუთით, დავით X და მისი ძმები, გიორგი და ბაგრატი, ბასილი კათოლიკოსს „მამა-პაპათაგან“ მცხეთისათვის შეწირულ მამულებს სრული შეუვალობის პირობით უმტკიცებენ და მხოლოდ ლაშქარ-ნადირობას აკისრებდნენ.

იხილეთ აგრეთვე

  • საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურები

ლიტერატურა

  • მეტრეველი, როინ (2010). საქართველოს მეფეები და პატრიარქები. თბილისი: არტანუჯი. ISBN 978-9941-421-21-1. 
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურები
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურები
მცხეთისმთავარეპისკოპოსები
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეგზარქოსები
მცხეთისმთავარეპისკოპოსები
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეგზარქოსები