IK
comment(s)
169 views this week
IK

Ioseb Kipshidze

Georgian linguist and philologist
The basics
About
Occupation Linguist Philologist
Country Georgia Russia
Date of birth Rgani
Date of death Feb 21, 1919 Tbilisi
Education Saint Petersburg State University
Authority ISNI id VIAF id
The details
Biography

იოსებ ალექსის ძე ყიფშიძე (დ. 25 აგვისტო, 1882, რგანი, ახლანდელი ჭიათურის მუნიციპალიტეტი — გ. 21 თებერვალი 1919, თბილისი) — ქართველი ენათმეცნიერი, ფილოლოგი. თსუ-ის გამგეობის სწავლული მდივანი და ქართული ენის პირველი პროფესორი, ქართული ენის კათედრის გამგე (1918-1919).

ბიოგრაფია

დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლურ ენათა ფაკულტეტი (1911) და სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას შეუდგა „აღმოსავლეთის პრაქტიკულ აკადემიაში“, კავკასიური ენების შესწავლის კურსებზე. აქ მან რუსულ ენაზე გამოაქვეყნა „ქართული ენის გრამატიკა“ (1911). 1914 წელს პეტერბურგში გამოსცა „მეგრული ენის გრამატიკა ტექსტებითა და ლექსიკონით“. 1915 წელს ყიფშიძე პრივატ-დოცენტი იყო და აღმოსავლურ ენათა ფაკულტეტზე ქართული ენის კურსს კითხულობდა. 1917 წელს დაბრუნდა საქართველოში, მონაწილეობდა თსუ-ის დაარსებაში.

ყიფშიძე იკვლევდა ქართველურ ენებს, მათი აგებულებისა და ისტორიის საკითხებს. აღსანიშნავია მისი გამოკვლევები: „დამატებითი ცნობები ჭანურის შესახებ“ (1911), „ასიმილაციისა და დისიმილაციის წესი ქართულსა და მეგრულში“, (1919-1920). აკაკი შანიძისა და ყიფშიძის რედაქციით გამოქვეყნდა სულხან-საბა ორბელიანის „ქართული ლექსიკონი (1928)“ და სხვა. იოსებ ყიფშიძის პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. არქივი შემოსწირა თინათინ ყიფშიძემ 2001 წელს.

2013 წლის 26 დეკემბერს იოსებ ყიფშიძე დიდუბის პანთეონიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პანთეონში გადმოასვენეს. ღონისძიებას აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, თსუ-ის აკადემიური წრეების წარმომადგენლები და სტუდენტები დაესწრნენ. ღონისძიების ფარგლებში იოსებ ყიფშიძის სახელობის დარბაზში გაიმართა წიგნის პრეზენტაცია — იოსებ ყიფშიძე, ევგენია ეგაძე-ყიფშიძისა, დავით ყიფშიძე — „ჩანაწერები“ (თბილისი, „ინტელექტი“, 2013, შემდგენელ-რედაქტორი ეთერ ქავთარაძე).

ლიტერატურა

  • დანელია კ., იოსებ ყიფშიძე. ცხოვრება და მეცნიერული მემკვიდრეობა, თბ., 1985.
  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, თბ., 1994

სქოლიო

The contents of this page are sourced from a Wikipedia article. The contents are available under the CC BY-SA 4.0 license.
comment(s) so far
Leave a comment
Add a word
What's the good word on Ioseb Kipshidze?
To suggest a correction, or to flag this profile for review, click:
Loading...
align-centeralign-justifyalign-leftalign-rightcalendarclosedeletediscographydownloadfacebookvideogplusgridinfoinstagramlikelinklinkedinwhatsappmyspacenew-windowquoraquoteredditsearchsoundcloudspotifytumblrtwittervertical-ellipsisviewvinevkwebsiteyoutubebriefcaseeditmaillocationcardawardchildeducationfamilydeathradiotvcamerabibliographymoneytheaterbaseballbasketballfootballpoliticsarrow-right-longarrow-left-longbiographybusinessarrow-leftarrow-rightbodybuildingrunningswimmingtable-tennischesscommentsusernewscommentsresizelogoutstumbleuponchartwordlistarrow-uparrow-down pandoragplay