Alexandre Okropiridze
Georgian priest

Alexandre Okropiridze

The basics
Quick facts
Intro
Georgian priest
Gender:
Male
Places:
Work field:
Birth:
1824(Disevi, Georgia)
Death:
22 November 1907(Shio-Mgvime monastery, Georgia)
Education:
Kazan Theological Academy
Biography menu
Menu

Jump to

Introduction ბიოგრაფია ლიტერატურა
The details
Biography

Introduction

ეპისკოპოსი ალექსანდრე (ერისკაცობაში — ალექსი დავითის ძე ოქროპირიძე; დ. 1824, სოფ. დისევი) — გ. 9 ნოემბერი, 1907, შიომღვიმის მონასტერი) — ქართველი საეკლესიო და საზოგადო მოღვაწე.

ბიოგრაფია

გორის სასულიერო სასწავლებლისა და თბილისის სასულიერო სემინარიის შემდეგ, 1850 წელს, დაამთავრა ყაზანის სასულიერო აკადემია. სამშობლოში დაბრუნებული, ჯერ იყო მასწავლებელი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, შემდეგ — აფხაზეთის არქიმანდრიტი, 1862–1869 — აფხაზეთის ეპისკოპოსი, 1869–1882 და 1886–1898 წლებში — გორის ეპისკოპოსი, ქართლ-კახეთის ეპარქიის ქორეპისკოპოსი, 1882–1885 — გურიის ეპისკოპოსი, 1898–1903 — გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსი. იღვწოდა ქართული ენისა და კულტურის დასაცავად. დასვა საკითხი საქართველოს სასულიერო სკოლებში ქართული ენის სავალდებულო საგნად შემოღების შესახებ. 1903 გადააყენეს თანამდებობიდან.

ალექსანდრემ საკუთარი სახსრებით დააბეჭდვინა რამდენიმე ქართული საერო და საეკლესიო ძეგლი, შეაგროვებინა და გამოაცემინა ხალხში გაბნეული ქართული საგალობლები. 90-იან წლებში შეაკეთა და განაახლა ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლები: შიომღვიმე, ზედაზენი, ჯვარი და დავითგარეჯა. დიდძალი ფული შესწირა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას და საეკლესიო მუზეუმს, ღარიბ მოწაფეთა დასახმარებლად დააწესა სტიპენდიები. დასაფლავებულია შიომღვიმის მონასტრის ღვთისმშობლის ეკლესიაში.

ლიტერატურა

  • „საქართველოს ეკლესიის კალენდარი 1982 წლის“, გვ. 163-167
  • ზაქარია ჭიჭინაძე, „გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსი ყოვლად სამდღვდელო ალექსანდრე“, ტფილისი, 1903;
  • [Епископ Кирион], Краткий очерк истории грузинской церкви и экзархата за ХIХ столетие, Тфл., 1901 (კრიპტონიმი:: Е. К.);
  • ლომინაძე ბ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, გვ. 291, თბ., 1975 წელი.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრები
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრები
XX საუკუნე
XXI საუკუნე
XX საუკუნე
XXI საუკუნე